вторник, 11 декабря 2012 г.

პროექტის სახელწოდება:  კომპიუტერი და მხედველობა
პროექტის მთავარი იდეა:  როგორ მოქმედებს კომპიუტერი მხედველობაზე
პროექტის აქტუალობა:  რამდენათ საზიანოა კოვპიუტერი ბავშვებისათვის, მოსწავლეების ცოდნის და უნარ-ჩვევების განვითარებას
პროექტის მიზნები:  კრიტიკული აზროვნების უნარის გამტკიცება ,მოსწავლეები აანალიზებენ იმ სოციალურ ცვლილებებს,კომპიუტერის მომხმარების შედეგად რომლებიც აზიანებენ თვალს და   სხვა და სხვა დაავადებებს  ქმნიან.
მონაწილეთა ასაკი:   8 კლ.
ვადები/ხანგრღლივობა:  1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: კრიტიკული აზროვნების განვითარება,ინფორვაციის შეგრივება, ანალიზი,საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,ანკეტები,თვალის მოდელი და თვალსაჩინოები.
პროექტის მსვლელობა:  კლასში შერჩეული იქნება საპროექტო ჯგუფები (4 ჯგუფი). თითოეულ ჯგუფს ევალება მოიძიონ ინფორმაცია, გაამზადონ პრეზენტაცია  და წარმოადგინონ ცხრილების  სახით მასალა - პროექტორის საშუალებით, შედეგს შეაჯამებენ პროცენტულად და  გააკეთებენ დასკვნას.
1ჯგუფი:    პრეზენტაცია : ”თვალი და მისი აგებულება”,წარმოადგენს ჩატარებულ კვლევა-ძიებას და ანალიზის შედეგებს კითხვაზე:“ რითი არიან დაკავებული ბავშვები თავისუფალ დროს?
2ჯგუფი:პრეზენტაცია:"თვალის დაავადებები", გაგვაცნობს კლევას : “კომპიუტერთან გატარებული დროის მანძილი ბავშვებში“და წარმოადგენენ დიოგრამის სახით.
3ჯგუფი: კლევა-ძიება  ტარდება უფროს თაობაში, მზადდება პრეზენტაცია:თვალის აკომოდაცია" .
4ჯგუფი: „სასარგებლოა თუ არა კომპიუტერი?“-კითხვა-ტესტი მოსწავლეებში.ბავშვების აზრი კომპიუტერული თამაშების შესახებ.
საგნებთან ~საგნობრივ ჯგუფებთან ~ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლ.VIII.6-მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
ბიოლ.VIII.9-მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის.
კვლ.VIII.1- მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2-- მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება და აღრიცვა
 კვლ.VIII.4-მოსწავლეს შეუძლია მონაწემთა ანალიზი და შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი :  ლიდია გალუსტოვი
პროექტის ელ.ფოსტა: likaguna @gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий